Saturday, April 23, 2016

პროექტის შეფასება
ტრენინის გაცნობისას გავიგე თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.

გავეცანი პროექტის არსს, შევისწავლე პორტფოლიოს სტრუქტურა, რომელიც დამეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.  
თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, განვიხილეთ სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტის მიღწევის  საკითხები. შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობის სამართლიანი წესები.
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩვენი ვერსიები, განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლის ჩართვის აუცილებლობა, შევქმენით შეფასების  ფორმები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის, შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო პროექტის გეგმაში.
დავგეგმეთ და განვიხილეთ იდეები თუ სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის და შევქმენით დამატებით მასალები, გავუკეთეთ მოდიფიცირება სასწავლო პროექტის გეგმას და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.
ტრენინგის  ფარგლებში მე და ჩემმა კოლეგებმა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგინეთ, განვიხილეთ თითოეული წევრის ნამუშევარი და შევაფასეთ  ტრენინგის თითოეუ მოდულზე  მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
მე-9 დღის შეჯამება.

დღეს მოვისმინეთ  პორტფოლიოების პრეზენტაციები, ასევე წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია, დავსვით შეკითხვები, მივიღეთ მითითებები და რჩევები. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერია გამოდგა.

Sunday, April 17, 2016

მე-8 დღე

ვისწავლე საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და გაზიარება ბლოგზე


 შეკითხვა

როგორ შეიძლება დავათვალიერო სხვისი ბლოგი?

Saturday, April 16, 2016

მე-7 დღე
დამამახსოვრდა ჩეკლისტის შევსების ინსტრუქცია, ასევე  შფასების დაგეგმვის ცხრილის შევსება,  და მოსწავლის ნიმუშის შეფასების  რუბრიკა კარგად ვერ დავიმახსოვრე.


შეკითხვა
როგორ უნდა შევადგინოთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა?
პროცედურები  დეტალურად უნდა გავწეროთ კვირების მიხედვით?



კომენტარი

დღევანდელ დღეს რუბრიკების დაწერა  კარგად ვერ გავიგე.
ნინო გელაშვილის პრეზენტაცია

Sunday, April 10, 2016

მე-6 დღე
 ვისწავლე word-ში  ვენის დიაგრამის მომზადება.  გავეცანი power point- ში ფონების დადების ინსტრუქციებს. ვისწავლეთ გაზეთის მოზადება.





შეკითხვა
რა მოცულობის უნდა იყოს პრეზენტაცია?



კომენტარი
ვისწავლე ჩემთვის  ძალიან საინტერესო საკითხები მაგ:  ვორდში ფიგურებზე ფონების გაქრობა.  ვორდში  ჰიპერბმულის მიბმა. 

Saturday, April 9, 2016

მე 5 დღე. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა


3 რაც დამამახსორდა  

1. დამამახსოვრდა რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა.
2.  დამამახსოვრდა  ლინკის დადება ბლოგზე და დრაივში.
3. შაბლონის შევსების ინსტრუქცია.



2.  შეკითხვა





კომენტარი
დღეს შევისწვლე ლინკის ატვირთვა ბლოგზე, და გავეცანი საავტორო უფლებების აუცილებლობას და თავისებურაბებეს.

Sunday, April 3, 2016

მეოთხე დღე


3 რამ რაც დამამახსოვრდა
1. დამამახსოვრდა power point- ში  ლინკის მიბმა ინტერნეტიდან და სამუშაო მაგიდიდან
2. შეფასების რუბრიკის შევსების ინსტრუქციების  კლასიფიკაცია.
3. შეკითხვების კლასიფიკაციას გავეცანი კარგად.


2 შეკითხვა
1. შეფასების რუბრიკა უნდა იყოს თუ არა ასახული power pointis  პრეზენტაციაში?
2. სად შეიძლება ავსახოთ მოსწავლის მიერ მოპოვებული მასალა?

1/ კომენტარი
დღევანდელი დღე იყო ჩემთვის ძალიან საიტერესო , რადგან გავეცანი powerpoint-ში  ლინკის მიბმის ინსტრუქციას . 

Saturday, April 2, 2016

 მე- 3 დღის რეფლექსია
3 რამ რაც დამამახსოვრდა

1. ბლოგის შექმნა
2. შაბლონის  დამზადება
3 სურათის ჩასმა და საავტორო უფლებების დაცვა





2  კითხვა
1 საჭიროა თუ არა ყველა გამოყენებული მასალისთვის საავტორო უფლებების დაცვა?




1 კომენტარი

შევისწავლე  ძალიან საინტერესო  მასალები.